saqarTvelos mdinareebi - katexiswyali

ქვეყანა აზერბაიჯანი, საქართველო
სათავე აღმოსავლეთი კავკასიონი 41°44`56` ჩ. გ. 46°40`07` ა. გ.
შესართავი ალაზანი 41°34`36` ჩ. გ. 46°18`08` ა. გ.
სიგრძე 54 კმ
აუზის ფართობი 620 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 9.9 მ³/წმ

 

სინონიმი: კატეხჩაი (აზერ. Katexçay).

მდინარე აზერბაიჯანსა და საქართველოს საზღვარზე. ალაზნის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 54 კმ, აუზის ფართობი 620 კმ². სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მთა გუთნის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2840 მ სიმაღლეზე. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ვერქეთელი და მუროვჩაი. წლიური ჩამონადენის 25 % მოდის თოვლზე, 22 % წვიმაზე, ხოლო 53 % მიწისქვეშა წყლებზე. ზემო დინებაში მიედინება ზაქათალის ნაკრძალის ტერიტორიაზე, სადაც აჩენს ჩანჩქერს. ქვემო დინებაში ვაკის მდინარეა. შესართავის სიმაღლე 187 მ-ზეა. საშუალო წლიური ხარჯი 9,9 მ³/წმ. ღვარცოფულია. მდინარის ხეობაშია კატეხის ეკლესია, აქვეა სოფელი კატეხი.